საზოგადოება
რომელი მცენარე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი მცენარე აქვს. თუ მას სახლში იქონიებთ, წარმატების მოპოვებაში და პრობლემების ადვილად გადაჭრაში დაგეხმარებათ.


გაგაცნობთ რომელი მცენარე შეესაბამება ამა თუ იმ ადამიანს, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძისთვის -კარგია კაქტუსი. ის გამოყოფს თქვენთვის სასიკეთო ენერგეტიკას და შთანთქავს გარშემო არსებულ ნეგატიურ ენერგიებს.

კუროსთვის -სასურველია ფართოფოთლიანი მცენარეები, მაგალითად, პალმა ან ფიკუსი. ისინი დაგეხმარებათ დადებითი შედეგების მომტანი ნაბიჯების გადადგმაში.

ტყუპებისთვის - წარმატების მომტანია ია და დეკემბერა. ეს მცენარეები დაგეხმარებათ ნაცნობებთან დადებითი ურთიერთობების, შენარჩუნებაში და ემოციების მოთოკვაში.

კირჩხიბებისთვის - სასიკეთოა წყალმცენარეები, რომლებსაც აკვარიუმში გაახარებთ.ისინიდადებით გავლენას მოახდენს ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე, შეგიქმნით სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას სახლში, გააძლიერებს იმუნიტეტს.

ლომის - ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის წარმატებების მომტანია დეკორატიული, ჯუჯა პალმა, რომელიც საოჯახო და კარიერული პრობლემების ადვილად დაძლევაში დაგეხმარებათ. შეგმატებთ მეტ რწმენასა და თავდაჯერებულობას; მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას.

ქალწულებისთვის -კარგია ქოთნის პატარა მწვანე ყვავილები;
ისინი დაგეხმარებიან ბარაქის მოზიდვაში . შეგიწყობთ ხელს აზროვნების განვითარებასა და უცხო ადამიანებთან შეგუებაში.

სასწორებისთვის -კარგია ჩინური ვარდი. რომელიც პირადი ცხოვრების მოწყობაში, სასიყვარულო პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებათ, ასევე გაგათავისუფლებთ უსარგებლო ეჭვებისა და ემოციებისგან.

მორიელებისთვის -სასურველია ალოე, კალანჰოე და ბალბა. ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენენ, ენერგიულად გაგაძლიერებენ, დაგეხმარებიან რთულ სიტუაციაში საღად აზროვნებაში.

მშვილდოსანს - აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში ქოთნის ბზა. ის დაგეხმარებათ გარშემო მყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაში, დადებითად იმოქმედებს თქვენს შემოსავლებზე და სასურველი მიზნის მიღწევაში შეგიწყობთ ხელს.
თხის რქებისთვის -კარგია გვიმრა. ის მოგიტანთ სიხარულს, სიმშვიდეს, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგებაში.

მერწყულებისთვის - წარმატების მომტანია კაქტუსი. მათი ენერგეტიკა თქვენზე დადებითად აისახება, სასიყვარულო რომანტიკულ ურთიერთობებს მოაწესრიგებს და ხელს შეგიწყობთ მშვიდ ცხოვრებაში.

თევზების- ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის აუცილებელია სახლში წყლის მცენარეების გახარება. ლოტოსი მისტიკურ და მაგიურ მცენარედ მოიაზრება და ის თქვენ ავი თვალისგან დაგიცავთ.

| Print |
FaceBook Twitter Google