საზოგადოება
ოთახის რომელი მცენარე იწვევს ალერგიას
მცენარეების სიაში, რომლებმაც შეიძლება ადამიანში ალერგია გამოიწვიოს, ყველაზე ხშირად, ეთერზეთების შემცველი მცენარეები ხვდება.



ეთერზეთების მსუბუქი კომპონენტები, ადვილად გადაადგილდებიან ჰაერში და ადამიანის სასუნთქ გზებში ხვდებიან. ოთახის მცენარეებზე ალერგია ძალიან გავრცელებული მოვლენაა და უფრო ხშირად ყვავილობის დროს ვლინდება. თუ აღნიშნული პრობლემა გაწუხებთ, ყვავილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტანოთ სახლში.

გაგაცნობთ რამდენიმე ოთახის მცენარეს, რომელიც ალერგიას იწვევს:

გვიმრები ჩვულებრივ მდგომარეობაში, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ალერგიებისადმი მიდრეკილი ადამიანებისათვის. მათი პოტენციური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ ალეერგიული რეაქციის გამოწვევა სპორებით (გამრავლების ორგანო ან «მტვერი»), რომელიც მომწიფების შემდეგ, ჰაერში იბნევა. ალერგიის გამომწვევია ასევე: გერანი, სედუმი, ციკლამენი, კალანჰოე, აგავა, გიგანტური ძირმწარა და კოლოკაზია.

ფიკუსი ფართოდ გამოიყენება ოფისებისა და ინტერიერის გასამწვანებლად, თუმცა ფიკუსის ფოთლები იზიდავს მტვერს, რაც საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, ვისაც ალერგია აწუხებს.

ოთახის ჰერბერა ძალიან ლამაზია და ნებისმიერ სახლში სიმყუდროვეს ქმნის, თუმცა თუ ამ ყვავილის შეძენა გადაწყვიტეთ, მზად იყავით სირთულეებისთვის. ჰერბერა გამოყოფს ძალიან ბევრ მტვერს, რაც იწვევს ალერგიულ რექციას.

| Print |
FaceBook Twitter Google