საზოგადოება
თელავის დემოკრატიულმა სკოლამ მიღება დაიწყო
„თელავის დემოკრატიის სკოლამ " მსმენელების მიღება დაიწყო. სკოლის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ გურჯაანის მერიის შენობაში პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

„სკოლა განკუთვნილია საჯარო მოხელეებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სტუდენტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის. სტუდენტები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური პროცესები, ლიდერობა, პროექტის წერა, მართვა და ა.შ. დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებს გავაცანით ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ. მიღება 15 სექტემბრამდე გრძელდება. დაინტერესებულ პირს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი. მიიღოს მონაწილეობა და გახდეს სკოლის მსმენელი.“


შეგახსენებთ, რომ NIMD-ის დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, პოლიტიკური პარტიების, წარმატებული სტუდენტების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google