საზოგადოება
კომისია ზარალს დღის ბოლომდე დაითვლის
შაბათს მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. როგორც მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. რაც შეეხება სავარგულებს, იქ მნიშვნელოვანი დაზიანება არ ყოფილა.


„ჯამში სულ ექვსი ოჯახია დაზარალებული. ორ სახლში კრამიტი სიძველის გამოა დაზიანებული და წყალი იმიტომ ჩამოვიდა. მაქსიმალურად ვეცდებით, მათაც დავეხმაროთ. რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა სახურავებიც სტიქიამ გადახადა, მათთვის პირველ ეტაპზე მერის სარეზერვო ფონდიდან გამოვყავით მცირე თანხა, მივუტანეთ „ბრეზენტი“, რადგან ეს დღეები წვიმებია გამოცხადებული. როგორც კი დაითვლიან ხარჯებს, ოპერატიულად ვეცდებით ადგილობრივი ან რეგფონდებიდან მოვიზიდოთ თანხები და დავეხმაროთ.“


რაც შეეხება სავარგულებს, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, წვიმის გამო გუშინ კომისია ვერ შევიდა. მისივე განმარტებით, წინასწარი მონაცემებით იქ მნიშვნელოვანი დაზიანება არ ყოფილა, რადგან დელტამ კარგად იმუშავა. სამუშაო ჯგუფი ადგილზე უკვე გავიდა და დღის ბოლოს მონაცემები იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google