საზოგადოება
ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება
სოფელ ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში, 13 სექტემბერს, წმინდანის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“.


კონფერენციას დაესწრებიან: ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი, პროფესორი ბერნარ უტიე, გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფი და თეოლოგიის დოქტორი ჰენრიკ პაპროცკი პოლონეთიდან, აგრეთვე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია. ასევე , იქნებიან სტუმრები საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.

10:00 საათზე, ჩატარდება ერთობლივი წირვა ბაკურციხეში, მუზეუმის ეზოში არსებულ წმ. გიორგის ეკლესიაში: საქართველოს საპატრიარქოს,მსოფლიო საპატრიარქოს და პოლონეთის მართლმადიდებელი მიტროპოლიტის წარმომადგენლების მონაწილეობით.
12:00 საათზე, კი მუზეუმში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობის თემაზე დაიწყება მოხსენებები, რომელშიც შვიდი ქვეყნის მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენცია ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, გრიგოლ ფერაძის კავშირის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.

კონფერენცია გაიხსნება და იმუშავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 და 12 სექტემბერს, ხოლო დახურვა შედგება წმინდანის დაბადების დღეს 13 სექტემბერს, ბაკურციხეში, წმინდანის სახლ-მუზეუმში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციით, საქართველოს
ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და
გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან
ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.
13:29 / 28.01.2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მანქანა, რომელიც ავტოავარიაში
მოჰყვა, ამ დრომდე არ გაურემონტებიათ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მანქანა, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა, ამ დრომდე არ გაურემონტებიათ.
12:56 / 28.01.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
12:18 / 27.01.2020
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს, მოციქულთა სწორის,
ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს.
ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: პირველ ივნისს - წმინდა
ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების
დღეს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს, მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: პირველ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
08:59 / 27.01.2020
ძლიერმა ქარმა დღეს გურჯაანში ბაზრის მიმდებარედ, წმინდა ნინოს
ქუჩაზე, ნაძვი ფესვიანად მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები
დააზიანა.
ძლიერმა ქარმა დღეს გურჯაანში ბაზრის მიმდებარედ, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ნაძვი ფესვიანად მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
17:31 / 24.01.2020
სხვა ამბები
ყვარლის მსგავსად, გურჯაანის ბაგა ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუქტების შესყიდვას გულისხმობდა, არ შედგა.
11:58 / 24-01-2020
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საქონლისა და ქათმის ხორცი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
15:11 / 23-01-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს ხუთი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ამისთვის 930 ათასი ლარია განსაზღვრული.
12:19 / 22-01-2020
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი.
15:14 / 21-01-2020
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
11:34 / 16-01-2020
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
11:17 / 15-01-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1871
USD
USD
1
2.8929
GBP
GBP
1
3.7642
TRY
TRY
1
0.4867
RUB
RUB
100
4.6063
ამინდი
გურჯაანი 1 / 13 °C
img
საგარეჯო 1 / 11 °C
img
დ.წყარო 1 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 1 / 9 °C
img
ყვარელი 1 / 13 °C
img
თელავი 2 / 13 °C
img
ახმეტა 1 / 13 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.