საზოგადოება
5 ოქტომბერს თელავში ღვინის ფესტივალი ჩატარდება
5 ოქტომბერს ქალაქ თელავში ტრადიციული ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართება. წელს ღონისძიება ერეკლე მეორის ისტორიული მუზეუმის ეზოში 12 საათიდან დაიწყება.



დღის განმავლობაში, როგორც მცირე, ისე დიდი მარნები ტრადიციულ კერძებთან ერთად, წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას: ღვინოს, ჭაჭას და სხვადასხვა სასმელებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ საუკეთესო ღვინო. ასევე მოეწყობა თემატური ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა. იქნება ეთნოგრაფიული ექსპოზიციები და საშემოდგომო პავილიონები.

ღონისძიების ორგანიზატორია, „კახეთის მეღვინეთა გილდია“, რომელიც რეგიონის წარმატებულ ღვინის მარნებს აერთიანებს და მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებას ისახავს. ღონისძიების მახარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო.



| Print |
FaceBook Twitter Google