საზოგადოება
შვიდი მცენარე, რომელიც ოჯახში სიმშვიდესა და ჰარმონიას უწყობს ხელს
ალბათ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეები. ამიტომ, როდესაც სახლისთვის ყვავილს ვარჩევთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.


გაგაცნობთ ოთახის იმ მცენარეებს, რომლებიც ადამიანზე დადებითად მოქმედებენ და სახლშიც დადებით ენერგეტიკას ქმნიან.

ბაზილიკი
მას თითქმის ყველა დიასახლისი იცნობს, ის არა მხოლოდ სასიამოვნო გემოს ანიჭებს საჭმელს, არამედ დადებითადაც მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. მას არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. ამიტომ მისი სახლში ქონა არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა.

ნემსიწვერა
ეს ყველაზე გავრცელებული ოთახის მცენარეა, რომელიც როგორც სახლში, ასევე ეზოშიც გვხვდება. ადამიანები, რომლებსაც სახლში ნემსიწვერა აქვთ, ყველაზე ნაკლებად უჩივიან სტრესს და ფსიქიკურ დარღვევებს.

გვიმრა
გვიმრა იდეალურად წმენს ჰაერს, რომელიც დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და ადამიანის გუნება-განწყობაზე.

ლავანდა
ლავანდა სახლისთვის იდეალურია, ის ძალიან ლამაზია და სახლს სიმშვენიერს და ჰარმონიას ანიჭებს.

ვარდი
ამ ყვავილს მარტო სურნელი არ აქვს სასიამოვნო. როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, ის სახლში სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს. ადამიანებს, რომელთაც ამ ყვავილთან რეგულარულად აქვთ შეხება, უკეთესად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება სტრესულ სიტუაციებში. ამიტომ კარგია, თუ ლარნაკში მუდმივად გექნებათ.

ორქიდეა
ეს ყვავილი სახლში დადებით ენერგეტიკას ქმნის. მისი შეხედვისას დადებითი ემოციები დაგეუფლებათ, თუმცა საძინებელში დადგმა არ არის რეკომენდირებული.

როზმარინი
ის ყველაფრის სიმბოლოა, დაწყებული მეხსიერებიდან, სულიერი სიმშვიდით დასრულებული. მას ადამიანისათვის განწყობის ამაღლება შეუძლია.

| Print |
FaceBook Twitter Google