საზოგადოება
უმრავლესობა ფიქრობს, რომ საშუალო და დაბალ ეკონომიკურ საფეხურზეა- NDI
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.

ამავე კვლევაში, მოსახლეობის 63 პროცენტი ამბობს, რომ გასულ თვეში (გამოკითხვა ჩატარდა ივლისში) მათი ოჯახის შემოსავალი 800 ლარს არ აღემატებოდა. 801 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა მხოლოდ 20 პროცენტს.

რაც შეეხება ხარჯებს, 76 პროცენტის შემთხვევაში, მათი ოჯახის ძირითადი დანახარჯი საკვებზე მოდის. 62 პროცენტისთვის - კომუნალურ გადასახადებზე, 38 პროცენტი შემოსავლის დიდ ნაწილს წამლებში ხარჯავს, 30 პროცენტისთვის ძირითადი ხარჯია სესხი/განვადება/იპოთეკა, 16 პროცენტისთვის კი - სამედიცინო მომსახურება.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 48 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც კომუნალური გადასახადების დასაფარად საკმარისი ფული არ ჰქონდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

იხილეთ ამავე თემაზე:
მოსახლეობის 57% საპენსიო ფონდს არ ენდობა- NDI
საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად გამოკითხულთა 41 % აფასებს -NDI-ს კვლევა
მოსახლეობის 88 პროცენტს ფინანსური დანაზოგი არ გააჩნია -NDI
მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა - კვლევის შედეგები
| Print |
FaceBook Twitter Google