საზოგადოება
სტიქიამ ველისციხე დააზარალა
წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააზარალა. წინასწარი მონაცემებით ზარალი მიადგა სოფლებს: ველისციხეს, მუკუზანს, ახაშენსა და ვაზისუბანს.


მერის წარმომადგენლის სოფელ ველისციხეში ამირან ალთუნაშვილის თქმით, ქარმა სოფელში 9 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
„ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები, მოგლიჯა ხეები, ე.წ. სალამურებში მცირე რაოდენობით დაისეტყვა ვენახები. სულ ცხრა სახლია დაზიანებული. აქედან ერთს მთლიანად გადახადა სახურავი. რამდენიმე კი - დაიტბორა. ადგილზე წუხელვე მუშაობდნენ ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენლები. დღეს მოვა კომისია და ყველაფერს დეტალურად დაითვლის. “

როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, მცირე რაოდენობის სეტყვა დაფიქსირდა სოფელ ვაზისუბანშიც.

| Print |
FaceBook Twitter Google