საზოგადოება
მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის!
დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია თელავიდან. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელიიმყოფებოდა. მინდობით აღზრდა 18 წლამდე არასრულწლოვანის ოჯახურ გარემოში გარკვეული დროით აღზრდას უზრუნველჰყოფს. როგორც თავად გვიყვება, ერთ დღეს, მას დაუკავშირდა სოციალური მუშაკი და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ პროექტში ჩართვა შესთავაზა:

-„ამ პროექტში 17 წლის ასაკში ჩავერთე. ჩემმა სოციალურმა მუშაკმა შემატყობინა, რომ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც საინტერესო პროექტს ახორციელებდა და ბავშვებს საკომუნიკაციო თუ სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაში ეხმარებოდა. მეც დავთანხმდი, რადგან მაშინ არც თუ ისე გამოვირჩეოდი კომუნიკაბელურობით და თითქოს, რაღაც უფრო მეტი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ჩემი მიმართულებები გამჩენოდა. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდიდანვე ვგრძნობდი, როგორ ვძლიერდებოდი, ვხდებოდი თავდაჯერებული დაუფრო ადვილად ვამყარებდი ურთიერთობას ადამიანებთან“.

პროექტს, რომელზეც დიანა საუბრობს, „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 28 თვის განმავლობაში ახორციელებდა. საპილოტე პროექტი - „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგებისა და დასაქმების გზით“ სამ რეგიონს ‒ კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი - მოიცავდა. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში ჩართული 14-დან 25-წლამდე 144 მოზარდი მონაწილეობდა.

პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას, ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა აღნიშნავს: „სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდის პროგრამებში არიან ჩართულები, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა რჩებიან. მათზე სახელმწიფო წყვეტს ზრუნვას. ამიტომ, აუცილებელია, არასრულწლოვნებმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც 18 წლის შემდგომ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებათ. ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტში დაგეგმილი აქტივობები, ტრენინგები და სტაჟირებები, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. მოზარდები, რომლებსაც თავიდან უჭირდათ კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგში ჩართვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, ახალი ადამიანების გაცნობა, - შეიცვალნენ. ამაღლდა მათი თვითშეფასება, შეიძინეს ახალი მეგობრები, გააქტიურდნენ და გაუმჯობესდა მათი განვითარებაზე ორიენტირებულობის ხარისხი“.



ფოტოზე: დიანა ბაქრაძე

პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებისა და სტაჟირების შემდეგ, დიანა ბაქრაძე ერთ-ერთ კერძო საწარმოში დასაქმდა კიდეც. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა - „პროექტის ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრენინგი, ეს იყო კომუნიკაცია, უნარ-ჩვევების განვითარება, ხელსაქმე. შემდეგ გვქონდა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მე სტაჟირების კურსი ავირჩიე ყველის ქარხანაში, სადაც ყველის დაფასოება და თბილისის მასშტაბით მაღაზიებისთვის შეკვეთების გამზადება მევალებოდა. შემდეგ ამავე ადგილას დავსაქმდი და ერთი წლის განავლობაში ვმუშაობდი. ამ პროექტმა საფუძველი მომცა იმისთვის, რომ ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დავინტერესებულიყავი სხვადასხვა აქტივობით და კი არ დავლოდებოდი იმას, ვინ რას შემომთავაზებდა, არამედ თავად მემოქმედა“.

ანა ვარამაშვილი ამავე პროექტის 19 წლის მონაწილეა. ამჟამად ისიც სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეცნიერებისა და ხელოვნების“ ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობს. პროექტში 2018 წლის გაზაფხულიდან ანაც სოციალური მუშაკის დახმარებით ჩაერთო. მასწავლებლობა ბავშვობიდან უნდოდა, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით გაიარა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტისგან მივიღე არის ის, რომ მომეცა შესაძლებლობა, სტაჟირება გამევლო რედაქტორის პოზიციაზე. ვარედაქტირებდი სხვადასხვა ნაწარმოებებს - ნოველებს, მოთხრობებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან გავდიოდი სტაჟირებას იმ მეთოდების შესასწავლად, რასაც მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესებში იყენებენ. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ მასალას ვამუშავებდი არა როგორც მოსწავლე, არამედ, როგორც რეპეტიტორი. ვსწავლობდი ტექნიკას, როგორ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია სწორად. ამ ყველაფერმა გაზარდა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და განავითარა ჩემი კრიტიკული აზროვნება. აღნიშნულმა პროექტმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პრაქტიკულ და წიგნიერ განვითარებაზე, რადგან სამომავლოდ, შეძენილი უნარ-ჩვევების ჩემს საქმიანობაში გამოყენება ძალიან დამეხმარება“ - გვიყვება ანა.



ფოტოზე: ანა ვარამაშვილი

გარდა მიღებული პრაქტიკული ცოდნისა, ანა ვარამაშვილი სოციალური უნარების ტრენინგების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა, შეემეცნა და ჩაღრმავებოდა თანატოლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აეხსნა როგორც თავისი, ისე თანატოლების ქცევა კომუნიკაციისას, რაც ახლა ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება - „ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად საჭიროა თითოეული მოზარდის აქტიური კომუნიკაცია და კავშირი საზოგადოებასთან, უცნობ და ნაცნობ ადამიანებთან, ასევე რა გავლენა აქვს ჩვენს ჩართულობას, რა დადებით და უარყოფით მხარეებს მოიცავს და სხვა რიგი საკითხები, რაც მიადვილებს განსხვავებულ ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლას. ეს პროექტი უამრავ მოზარდს, ჩემი ჩათვლით, დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა საკუთარი თავები, მიზნები და დამოუკიდებლად გვეზრუნა თვითრეალიზებისთვის“.

„საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ კომუნიკაციების მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა პროექტის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მოზარდების დასაქმება - „მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ სოციალური უნარები, რომლებმაც არ იცოდნენ,რისი კეთება სურდათ, ან თუნდაც, რა გამოსდიოდათ კარგად და მათი დასაქმების შანსი არც ისე დიდი იყო‒ დღეს დასაქმებულები არიან; აქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; სწავლობენ ხელფასის განკარგვას საკუთარი საჭიროებების მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ მათჰყავთ სამეგობრო წრე მეწარმის და მისი თანამშრომლების სახით, ჩართულები არიან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უშვებენ შეცდომებს მუშაობის პროცესში და სწავლობენ როგორ მიიღონ შენიშვნები, გამოასწორონთავიანთი ქცევა. ამ მოზარდებს, დღეს შეუძლიათ, ერთმანეთისაგან ცუდისა და კარგის გარჩევა, ყოველდღიურად აკვირდებიან საზოგადოებას,ოჯახებს, აფასებენარსებულვითარებას, ოჯახის წევრთა თანადგომას და ამ ყველაფრისგან იქმნიან მათთვის მისაღებ ოჯახის მოდელებს“.



ფოტოზე: ანა ვარამაშვილი


სტატიად აიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.


მთავარ ფოტოზე: დიანა ბაქრაძე

ავტორი: თამარ კურატიშვილი




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.