საზოგადოება
საქართველოში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

უწყების ინფორმაციით, 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google