საზოგადოება
ველისციხეში მხედრულ წარწერებიანი ბაზალტის ქვა აღმოაჩინეს
სოფელ ველისციხეში ადგილობრივი მაცხოვრებლის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, უძველესი მარანი, ქვევრები და მხედრულ წარწერებიანი ბაზალტის ქვა აღმოაჩინეს.
მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე აღმოჩენილი ნივთების შესწავლა მიმდინარეობს

,,ველისციხეში, ერთ- ერთმა ადგილობრივმა მიწის სამუშაოების დროს, ბაზალტის მოზრდილი ქვა იპოვა, მხედრული წარწერებით. ამ ქვაზე დაშენებული იყო ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი. აღმოჩენილია აგრეთვე , 2 ტონამდე ტევადობის ქვევრები. გარედან ქართული აგურით მოპირკეთებული. წარწერებიანი ქვა შესაძლოა, უცნობი პიროვნების საფლავის ქვას წარმოადგენდეს,,- განაცხადა მან.
| Print |
FaceBook Twitter Google