საზოგადოება
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - აქცია გურჯაანში
დღეს „პაპას ბაღში“ გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საზაფხულო სკოლის მოხალისეებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ.

ღონისძიება პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივაა და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
#12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ზურა ბეგაშვილის განმარტებით, პროექტის მიზანი, მოსახლეობის არჩევნებისთვის ინფორმირებაა.
„ საოლქო საარჩევნო კომისიები ახორციელებენ ამ პროექტს და საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებთან ერთად. ინფორმაციას ვაწვდით ამომრჩეველს ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ, როგორ უნდა გადაამოწმონ სიში თავისი თავი, როგორ განახორციელონ ხმის მიცემის პროცედურები და ა.შ. თუ რამე კითხვა უჩნდებათ, ვიბარებთ ოლქში და იქ ამომწურავ პასუხს ვაძლევთ. ჩვენი წარმომადგენლები ჯგუფებად ვართ დაყოფილი გურჯაანის ტერიტორიაზე. ვარიგებთ ფლაერებს, ვჩუქნით ცესკოს მიერ გადმოცემულ ბლოკნოტებს და კალმებს.“

მისივე თქმით, პროექტი უკვე რამოდენიმე წელია ხორციელდება და იმედი აქვს მომავალშიც გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ცესკო /