საზოგადოება
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ნახატების გამოფენა - კონკურსი: „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო “.


ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის, სახალისო მეცნიერების შოუ მოეწყო. კონკურსი ორ ნომინაციაში ჩატარდა: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი(ი.ბერიტაშვილის პორტრეტი) და 21- ე საუკუნის მეცნიერება.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები : არაშენდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ მამისაშვილი და ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ბადრიაშვილი, რომელთაც სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რჩეულები კი გახდნენ: ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი თუნიაშვილი, კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გაბათაშვილი და თელავის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სამხარაძე.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრებიც, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიომექანიკის პროფესორი - ნადია მლადენოვა და პორტუგალიის ჰემორაგიისა და მიკროცირკულაციის საზოგადოების პრეზიდენტი, ბიოქიმიის პროფესორი - ანტონოვა კარლოტა სალდანამ კითხა.

ფესტივალი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google