საზოგადოება
საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google