საზოგადოება
პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება
გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ტერიტორია მუნიციპალური განვითარების ფონდის და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს.


მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის გოგი მაჩხაშვილის თქმით, მათ პროექტში რამდენიმე დეტალი შეცვალეს.
„გუშინ ჩამოსულები იყვნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, „პროექტ კარკასის ჯგუფი“, რომელმაც აღნიშნული პროექტი შეადგინა და ასევე კომპანია „ენსისის“ ხელმძღვანელი. მათ დეპუტატთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერეს და პროექტში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანეს. ერთად გავიარეთ დეტალები, რომლის საფუძველზეც დაემატება რამდენიმე ფანჩატური, დაიგება ახალი ფილები, ცენტრალურ ბულვარს დაემატება ბორდიურები, გადასახედი და ა.შ. გუშინ მოხდა პროექტანტსა და მშენებელს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, შემსრულებლებს კითხვები ჰქონდათ და პროექტის ავტორებმა უპასუხეს. “

მისივე თქმით, პარკის ტერიტორია ნაწილობრივ უკვე შემოღობეს და სამუშაოებიც რამდენიმე დღეში დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google