საზოგადოება
ველისციხეში 100-მდე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, სოფელ ველისციხეში, სიძველის მიხედვით, 130 სახლი შეირჩა.

„სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილია მე-19 საუკუნეში აშენებული სახლები და იმისთვის, რომ შენობები არ განადგურდეს, იგეგმება მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. შეირჩა 130-მდე სახლი. ჩატარდება კვლევები და რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს იქნება აშენებული, 100-მდე სახლს მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მათი რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ხდება. გაიმართება მოლაპარაკება სახლის მეპატრონეებთან. მათი თანხმობა აუცილებელია, რადგან ამის მერე გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება. თუ მოხდება შეთანხმება, დაიდება ხელშეკრულება მეპატრონესა და სააგენტოს შორის. მესაკუთრე ვალდებულია სტატუსის მინიჭების შემდეგ თვითნებურად არ შეუცვალოს იერსახე სახლს, რაც დაუკარგავს არქიტექტურულ ღირებულებას. ხოლო სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაიცავს სახლს და გამოყოფს თანხებს მისი რეაბილიტაციისთვის.“

მისივე თქმით, შერჩეული სახლები უმეტესად დაზიანებულია და მესაკუთრეს არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ რეაბილიტაცია ჩაუტაროს.
„ველისციხე ძალიან მდიდარია სიძველეებით. ეს სახლები უმეტესად ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. მათ კომუნისტების დროს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჯერად, ველისციხის განაშენიანების გენერალური რეგულირების გეგმის ფარგლებში, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის გარდა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და აღდგება სოფლის ძველი იერსახე. ველისციხე საქართველოში ერთ - ერთ უძველეს სოფლად ითვლება. როდესაც სამუშაოები დაიწყება, განხორციელდება ასევე არქეოლოგების მხრიდან მონიტორინგი, რადგან შესაძლებელია არქეოლოგიური არტეფაქტებიც აღმოჩნდეს.“

თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის მუნიციპალიტეტის მერია სათანადო დოკუმენტაციას უკვე ამზადებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში დასრულდა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელიც
ითვალისწინებდა მოქალაქეების ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან
დაკავშირებით.
N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში დასრულდა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეების ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
16:16 / 16.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული
ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო
გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა.
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა.
13:15 / 15.11.2019
სოფელ ჭანდარში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, ასფალტის საფარის
დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ ჭანდარში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
12:21 / 15.11.2019
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა.
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა.
17:25 / 14.11.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ევროკავშირის
პროექტის ფარგლებში: „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- მოლდოვაში
იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ღვინის
ინდუსტრიის თემატური ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში: „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ღვინის ინდუსტრიის თემატური ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობდა.
16:41 / 13.11.2019
სხვა ამბები
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
11:12 / 04-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2779
USD
USD
1
2.9723
GBP
GBP
1
3.8265
TRY
TRY
1
0.5169
RUB
RUB
100
4.6531
ამინდი
გურჯაანი -1 / 11 °C
img
საგარეჯო -2 / 8 °C
img
დ.წყარო -4 / 7 °C
img
სიღნაღი -3 / 11 °C
img
ლაგოდეხი -2 / 11 °C
img
ყვარელი -1 / 11 °C
img
თელავი -1 / 9 °C
img
ახმეტა -2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.