საზოგადოება
ქარმა ველისციხეში ორი სახლის სახურავი დააზიანა
წუხანდელმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: ველისციხე და ჩუმლაყი დააზარალა.


მერის წარმომადგენლის სოფელ ველისციხეში, ამირან ალთუნაშვილის განმარტებით, ქარმა ერთ სახლს სახურავი გადახადა.
„სარაშვილი სანათას სახლს, თუნუქი ნახევრად ახადა და გადმოაგდო, ხოლო მეორე ბინას კრამიტი უმნიშვნელოდა დაუზიანა.“

რაც შეეხება ჩუმლაყს, მერის წარმომადგენლის თქმით, აქ ღვარცოფი რამდენიმე სახლის ეზოში შევარდა და დატბორა.

| Print |
FaceBook Twitter Google