საზოგადოება
ხევების გაწმენდითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
გურჯაანში ხევების გაწმენდის პროცესი გაზაფხულზე დაიწყო და სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის, რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს სულ რვა ხევის გაწმენდითი სამუშაოები იყო დაგეგმილი.
„სტიქიის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით რვა ხევის გაწმენდა დაიგეგმა. აქედან, ხუთი უკვე დასრულებულია, სამზე კიდევ მიმდინარობს აქტიურად სამუშაოები და თვის ბოლომდე სავარაუდოდ ყველგან დასრულდება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხევების გაწმენდისთვის ნახევარი მილიონი ლარი განისაზღვრა. გაიწმინდა: კარდენახის ორი, კალაურის, ჭანდრის, ბაკურციხის,ველისციხის, ჭერმის და ნავთის ხევი.

| Print |
FaceBook Twitter Google