საზოგადოება
ხვალ საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

უწყების ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს.
13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.  ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე დათბება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /