საზოგადოება
ღვინის ფესტივალზე ესპანეთთან და სლოვაკეთთან მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართა. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებაში, დაეგემოვნებინათ სხადასხვა მარნების მიერ წარმოდგენილი ღვინო.


ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები მათთვის ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაშები.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. მოეწყო ცოცხალი ძეგლების შოუ და კოსტუმირებული პერფორმანსები.
ფესტივალს სტუმრობდნენ დელეგაციები: სლოვაკეთიდან, ბელარუსიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვადან. ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ესპანეთთან და სლოვაკეთთან მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google