საზოგადოება
დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდება.


გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ
დროისთვის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 973-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 846–ია.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 973-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 846–ია.
10:58 / 10.07.2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გამოვლენილი კორონავირუსით
ინფიცირებული პირი ტრაილერის მძღოლია და ის საქართველოში სომხეთიდან,
29 ივნისს შემოვიდა. მას ტესტირება რამდენჯერმე ჩაუტარდა და მხოლოდ,
მეოთხედ, psr მეთოდით ჩატარებულმა ტესტმა, კორონა ვირუსი
დაადასტურა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული პირი ტრაილერის მძღოლია და ის საქართველოში სომხეთიდან, 29 ივნისს შემოვიდა. მას ტესტირება რამდენჯერმე ჩაუტარდა და მხოლოდ, მეოთხედ, psr მეთოდით ჩატარებულმა ტესტმა, კორონა ვირუსი დაადასტურა.

16:06 / 09.07.2020
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის
მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე
გახანგრძლივდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა
13:46 / 09.07.2020
საგარეჯოს სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის ტენდერში
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
საგარეჯოს სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
13:33 / 09.07.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4655
USD
USD
1
3.0600
GBP
GBP
1
3.8681
TRY
TRY
1
0.4456
RUB
RUB
100
4.3263
ამინდი
გურჯაანი 20 / 33 °C
img
საგარეჯო 18 / 28 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 21 / 33 °C
img
ლაგოდეხი 18 / 29 °C
img
ყვარელი 20 / 33 °C
img
თელავი 19 / 29 °C
img
ახმეტა 19 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.