საზოგადოება
12 წლამდე ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა, შესაძლოა აიკრძალოს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 12 წლამდე ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა, შესაძლოა აიკრძალოს.

კანონპროექტის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანის დროს, უზრუნველყოს სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის, ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას.

კანონპროექტის ავტორები საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები არიან, პარლამენტში კი ცვლილებების ინიცირებას დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახდენენ.
დღეს მოქმედი კანონით, აკრძალვა სამ წლამდე ბავშვს ეხება, თუმცა უსაფრთხოებიდან და მძიმე სტატისტიკიდან გამომდინარე კანონმდებლების ნაწილი ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითხოვს.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 16 წლამდე დაშავდა 1012 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 21.




| Print |
FaceBook Twitter Google