საზოგადოება
დედოფლისწყაროში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
18 ოქტომბერს,დედოფლისწყაროში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი“ მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.


პაციენტებს კლინიკის წამყვანი ოფთალმოლოგი ნიკა მამასახლისი მოემსახურება. მიღება 13:00 საათიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე დაიწყება.

საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google