საზოგადოება
„გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონი, ქალაქი“ - პროექტის შესარჩევი ეტაპი დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ“ გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, პროექტის ფარგლებში - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონი, ქალაქი“ - ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.


პროექტის თემაა: ეკონომიკის განვითარება საქართველოში და კერძოდ, კახეთში. ხელმძღვანელის გიორგი ომარაშვილის განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 30 მოსწავლე შეირჩევა.
„ ჩვენ შევდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ვახორციელებთ ახალგაზრდულ პროექტებს. დღევანდელი ჩვენი ჩამოსვლის მიზანია მონაწილეების შერჩევა. გვექნება რამდენიმე შეხვედრა და ამის შემდეგ ბავშვები მოამზადებენ პრეზენტაციებს.“

მისივე თქმით, გამარჯვებულების დაჯილდოება 23 ნოემბერს გაიმართება. ისინი უფასო საგზურებით ევროპის ქვეყნებში გაემგზავრებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google