საზოგადოება
21 ოქტომბერს სამების ტაძარში მაცხოვრის წმინდა ჯვრის ნაწილებს ჩამოაბრძანებენ
ორშაბათს, 21 ოქტომბერს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში, გურჯაანის ეპარქიის მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით, თბილისის საკათედრო ტაძრიდან მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.


ტაძრის წინამძღვრის, მამა ილიას განმარტებით, მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ექნება.
„ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილები დაბრძანდება ჩვენს ეპარქიაში, სამების ტაძარში. ამ ხნის განმავლობაში დღე და ღამე ტაძარში იქნება მსახურება. ვუსურვებ ეპარქიას და სრულიად საქართველოს მაცხოვრის წმინდა ჯვარმა გაგვაერთიანოს და ერთმანეთის სიყვარული გვასწავლოს.“

მისივე თქმით, წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში დაახლოებით დღის მეორე ნახევარში ჩამოაბრძანებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google