საზოგადოება
გურჯაანში პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია უკვე ათი დღეა დაიწყო. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, გოგი მაჩხაშვილის განმარტებით, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

„დავით სონღულაშვილის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დაიწყო კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. როგორც მშენებლები გვეუბნებიან, ხარისხის სრული დაცვით აღნიშნული პროექტი ათ თვეში დასრულდება. ასე რომ, მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს გურჯაანს ექნება გართობისა და დასვენების შესანიშნავი კერა.“

შეგახსენებთ, რომ პარკის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით 3 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენსისი“ ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google