საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 21-22 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტეპერატურა 17, +22 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან შესაძლებელია ნისლი.

თბილისში 19 ოქტომბერს დღის ბოლოს და 20-22 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 18-19 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 20-22 ოქტომბერს +19, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google