საზოგადოება
მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილები უკვე გურჯაანშია
გუშინ გურჯაანის სამების ტაძარში მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს.

სამების ტაძრის მღვდელმსახურის მამა ვაჟა სონღულაშვილის თქმით, წმინდა ნაწილები ტაძარში შობის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დარჩება.
„ღვთის მადლით ეპარქიაში ჩამობრძანებულია ცხოვლისმყოფელი ჯვრის ნაწილი. ეს უდიდესი სიწმინდეა და უშუალოდ შეხებაშია მაცხოვართან. პირველი ერთი კვირა იქნება ყოველდღიური მსახურებები, წირვა -ლოცვები, პარაკლისები და მერეც გაგრძელდება. ჩვენ ვთხოვთ უფალს გვატარებინოს ის ცხოვრებისეული ჯვარი, რაც მოგვცა უფალმა და თითოეულ ადამიანს ღირსეულად მიგვეტანოს სასუფევლამდე.“

მისივე თქმით, დღეს პარაკლისს პირველ საათზე გადაიხდიან. ხვალიდან კი ლოცვები სამ საათზე, ხოლო წირვა ცხრა საათზე ჩატარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google