საზოგადოება
ახტალის პარკში კულინარიის ფესტივალი ჩატარდება

26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, წელს პირველად ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება.




მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ტოპ შეფები (გურამ ბაღდოშვილი, გიორგი ნინუა, თამთა კიკალიშვილი, ტაის ვან რუნი, მანუელ ფაუნდესი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს.

„ ფესტივალი გურჯაანში პირველად ტარდება და ვფიქრობთ, ტრადიციულ სახეს მიიღებს. მთელი დღის განმავლობაში იქნება სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ჩატარდება მასტერკლასები. მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, შემოდგომის თემატიკაში გადაწყვეტილი პავილიონები, გაიჟღერებს როგორც ფოლკლორი, ასევე ეთნოჯაზი. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი გახსნის.“

მისივე თქმით, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება აფხაზური და ოსური კუთხეები. ფესტივალის დასკვნით ნაწილში კი გაიმართება ბოკუზ დოღის (Bocuse d’Or) ფინალისტების კულინარიული შოუ.

 

| Print |
FaceBook Twitter Google