საზოგადოება
როდის გაკეთდება კარდენახში ნონეშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა ისეა დაზიანებული, რომ მანქანით გადაადგილება ჭირს.
ადგილობრივები რეაბილიტაციას ითხოვენ.

-"ამ ზაფხულს ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ თბილისიდან, ძლივს მივაღწიეთ მუზეუმამდე ისეთ დღეშია გზა. არადა პირველ რიგში ამ მონაკვეთის გაკეთებაა საჭირო, ექსკურსიები რომ დადის, ან ტურისტი მოდის, ხომ უნდა შეძლონ მუზეუმამდე მისვლა?!,"-ამბობს მაკა ტურიაშვილი.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აღნიშული გზის რეაბილიტაცია პრობლემური რელიეფიდან გამომდინარე ორ ეტაპად ხორციელდება. გზის ნაწილი უკვე გაკეთდა, ხოლო რაც შეეხება დარჩენილს, მომავალ წელსაა დაგეგმილი. ამ დროისთვის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / კარდენახი /