საზოგადოება
3 ნოემბერს სოფელ ჭერემის კურთხევა მოხდება
სამ ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში 10 საათზე წირვა აღევლინება. სამების ტაძრის წინამძღვრის, მამა ილიას განმარტებით, ამ დღესვე მოხდება სოფლის კურთხევაც.

„სოფელი, როგორც მღვდელმსახურს, მე მაბარია. საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით ხდება ქალაქების და სოფლების კურთხევა, ამიტომ გადავწყვიტე, წირვის დასრულების შემდეგ, ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყოს მსვლელობა და ვაკურთხებთ სოფელს. “

მისივე თქმით, წირვის და კურთხევის შემდეგ მოეწყობა ტრაპეზი.

| Print |
FaceBook Twitter Google