საზოგადოება
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანი დაიკლებს, მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /