საზოგადოება
აზარტული თამაშების რეკლამა შესაძლოა სრულად აიკრძალოს
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის სრულ აკრძალვას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ავტორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია, ინიციატორები კი ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია. ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ უნდა აიკრძალოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბერი. რაც შეეხება ჯარიმას, ცვლილებათა პროექტის მიხედვით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით.




| Print |
FaceBook Twitter Google