საზოგადოება
ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ე.წ. ხევისუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბილტმორი 2" ახორციელებს.


გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ა(ა)იპ "მუნიციპალურმა სერვისმა", აღნიშნულ გზაზე, სრულად შეცვალა წყლის სისტემა.
როგორც ჩვენთან საუბარში სერვისის დირექტორმა თამაზ აბრამიშვილმა განაცხადა, ახალი სისტემა, სულ 58 ოჯახში დამონტაჟდა.

„როდესაც ახალი გზის დაგება დაიგეგმა, მომცეს დავალება, რომ ქსელი მთლიანად შეცვლილიყო. ამიტომ უბანში გაკეთდა აბსოლუტური რეაბილიტაცია, ჩაიდო თავიდან ბოლომდე ახალი კომუნიკაცია, რომელიც თითოეულ ოჯახამდე მივიდა. “
აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე 295 990 ლარი დაიხარჯება. როგორც მერიაში განაცხადეს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად ასევე მიმდინარეობს

სოფლებში: კოლაგი, ვაჩნაძიანი და არაშენდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაკურციხე / გზა /