საზოგადოება
მერიაში წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოების კომისია შეიქმნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტების დაჯილდოების კომისია შეიქმნა.


საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან ხაზიურის განმარტებით, კომისია 20 წარმატებულ სტუდენტს შეარჩევს.
„დღევანდელი საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა კომისია, რომელიც ჩაატარებს კონკურსს და გამოავლენს 20 წარჩინებულ სტუდენტს. ისინი ხუთასი ლარით დაჯილდოვდებიან. კომისიის თავმჯდომარეა საკრებულოს წევრი, მაია ბეროშვილი. რაც შეეხება დანარჩენ შემადგენლობას, ისინი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლები არიან. სტუდენტების შესარჩევი კრიტერიუმი იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები, სამ ძირითად საგანში. დაითვლება ამ ძირითადი საგნის ნედლი ქულების ჯამი. გამოცხადდება კონკურსი და შემოვა განცხადებები.“

ლევან ხაზიურის თქმით, რაც შეეხება ვადებს, კომისია იმსჯელებს და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, პროექტი მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ხორციელდება.


იხილეთ ამავე თემაზე:
გურჯაანის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის გურჯაანის მერიამ საბუთების მიღება დაიწყო
წარმატებული სტუდენტები დიპლომებით დააჯილდოეს



| Print |
FaceBook Twitter Google