საზოგადოება
პროექტი დასრულდა, ეკოლოგიის მიმართ ინტერესი გრძელდება
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვეჟინი“ დაასრულა პროექტი „გენდერული ეკოლოგია - გამოწვევები კაბალის თემში“.
პროექტის დირექტორის, ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, იმისათვის, რომ თემის მოსახლეობაში გაიზარდოს დაინტერესება შხამქიმიკატებისა და ჰერბიციდის მოხმარების რეკომინდირებული ნორმების დასაცავად, თავდაპირველად კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია.
- „პრეზენტაციას ესწრებოდნენ კაბალის თემის წარმომადგენლები. ნაჩვენები იყო ორგანიზაციის მიერ შექმნილი გრაფიკული ვიდეორგოლი ეკოლოგიური უსაფრთხოების თემაზე, გაიმართა დისკუსია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების სოციალურ-ეკოლოგიური მნიშვნელობის შესახებ. პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპზე „ვეჟინმა“ გამართა საინფორმაციო შეხვედრები სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ქალებთან. შეხვედრებით დაინერესდნენ მამაკაცებიც, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიაში მინერალური და ორგანული სასუქების, პესტიციდების, ზრდის სტიმულატორებისა და სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენების წესებისა და დასაშვები ნორმების შესახებ.“

როგორც ლაურა ხარიტონაშვილი ამბობს, პროექტი დასრულდა - მეგობრობა და ინტერესი ეკოლოგიის მიმართ გრძელდება. ორგანიზაცია ნოემბრის თვეში გეგმავს ბენეფიციარებისთვის ექსკურსიას ყვარლის ტბაზე, სადაც გაგრძელდება საუბრები ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

აქვე შეგახსენეთ, რომ აღნიშნული პროექტის დამფინანსებელია „ქალთა ფონდი საქართველოში“.

| Print |
FaceBook Twitter Google