საზოგადოება
გურჯაანის სპორტკომპლექსში აუზმა ფუნქციონირება განაახლა
რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, გურჯაანის აუზმა ფუნქციონირება განაახლა.

სპორტკომპლექსის დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.
„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აუზი სამი დღე გაჩერდა. მასშტაბური სამუშაოები იყო ჩასატარებელი. შეიცვალა დაზიანებული ფილტრი და აღდგა სათადარიგოც. ამ ყველაფერს სპეციალისტი სჭირდებოდა, რომელიც თბილისიდან ჩამოვიყვანეთ.“

მისივე თქმით, წყალი უკვე ნორმაშია და დღეიდან აუზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აუზი / გურჯაანი /