საზოგადოება
საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-8 ნოემბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველო დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google