საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილმა ერთი წლის ანგარიში წარადგინა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა საჯარო ბიბლიოთეკაში მოსახლეობას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.

„მოსახლეობას წარვუდგინე იმ სამუშაოების ანგარიში, რაც მიმდინარე წელს ჩვენ თითქმის დავამთავრეთ და ზოგიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ ჯამში ჩვენ მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით მეტი გვაქვს გაკეთებული ყველა მიმართულებით. ვამაყობ იმით, რომ გუნდურად ვმუშაობთ ჩვენ, დეპუტატი და საკრებულო, რაც უფრო განაპირობებს წარმატებას. რა თქმა უნდა, გვერდში გვიდგა გუბერნია და მთავრობა. ეს ყველაფერი კეთდება, პირველ რიგში, გურჯაანელებისთვის. მოსახლეობასთან არც ადრე შეგვიწყვეტია ურთიერთობა და ვცდილობთ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ამა თუ იმ საქმიანობაში.“

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

| Print |
FaceBook Twitter Google