საზოგადოება
შესაძლოა არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება შეიქმნას
საქართველოში შესაძლოა არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულება შეიქმნას. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.


„ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის რეფორმა, რომელიც ნიდერლანდებშიც კი ამჟამად საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მსგავსი რამ საქართველოში დავნერგოთ. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, − განაცხადა მან.

სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდებში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები



| Print |
FaceBook Twitter Google