საზოგადოება
მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართული ნახატების გამოფენა-კონკურსის: „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო "-ს გამარჯვებულები დააჯილდოეს.


გამოფენა-კონკურსი, რომელიც ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში ჩატარდა, ორ ნომინაციას მოიცავდა: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი.ბერიტაშვილის პორტრეტი) და 21-ე საუკუნის მეცნიერება.

ჟიურიმ, გამოავლინა გამარჯვებულები : არაშენდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ მამისაშვილი და ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ბადრიაშვილი, რომელთაც სერტიფიკატები და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რჩეულებს: ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნატალი თუნიაშვილს და კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ გაბათაშვილს ასევე გადაეცათ საჩუქრები.



| Print |
FaceBook Twitter Google