გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თანაშემწეც ეყოლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მრჩეველთან ერთად,
თანაშემწეც ეყოლება. ამ პოზიციაზე ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა.
ის 2014 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ
მუშაობდა და თანამდებობიდან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების
შემდეგ გაათავისუფლეს. მანამდე კი, ალექსანდრე ყვირალაშვილი იაკობ
გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის
მოადგილის პოსტს იკავებდა.
2018 წლის სექტემბერში „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის უფროსად
დაინიშნა და ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები