საზოგადოება
შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გურჯაანის #4 ბაღში
გურჯაანის მეოთხე ბაგა-ბაღში შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბაღის ეზოში ყველა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო საკუთარი კუთხე. 5-6 წლიანი ჯგუფის ბავშვებმა კი კონცერტი გამართეს.

„5-6 წლიანთა ჯგუფს ჰქონდა თემატური ღონისძიება „წელიწადის ოთხი დრო“, ხოლო მთლიან ბაღს კიდევ შემოდგომის გაცილება, თითოეულმა ჯგუფმა მოაწყო თავისი კუთხე, გააკეთეს თათარა და ამგვარად გავაცილეთ ბარაქიანი შემოდგომა.“

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც ბაღის თანამშრომლები, ასევე მშობლებიც.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / ზეიმი /