საზოგადოება
ჭანდარში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა კეთდება
სოფელ ჭანდარში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მერის წარმომადგენლის სოფელ ჭანდარში, გიორგი მანიჟაშვილის განმარტებით დაგეგმილია 955 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება.
„ეს არის 520 ათასლარიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოასფალტდება გზა და მოეწყობა სანიაღვრე. პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით. სოფლის მოსახლეობისთვის გზა მნიშვნელოვანია, რადგან დიდი პრობლემა ეხსნებათ. კომუნისტების მერე აქ ასფალტი არ დაგებულა და ძალიან ცუდ მდგომარობაში იყო. “

მისივე თქმით, სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბილტმორი 2“ ახორციელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google