საზოგადოება
აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში - მეცენატმა პირველი ჯგუფის ტრენინგი დაასრულა [Video/Photos]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში დასრულდა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეების ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის : სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების გზით, მიზანია გურჯაანელი ამომრჩევლების ინფორმირება, გააქტიურება და მათი საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა.

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია შემდეგი მოდულების შესახებ: დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობა;საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი; ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები; კენჭისყრის დღის პროცედურები; სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე კვალიფიციური ტრენერი ნინო იოსელიანი.

ტრენინგის მეოთხე დღეს კონტრიბუციის ფარგლებში ერთ დღეს ტრენინგი ჩაატარა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილმა.

„გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობა დაასრულა საგრანტო პროექტის ფარგლებში პირველმა ჯგუფმა, სადაც კონტრიბუციის სახით ჩართული არის საარჩევნო ადმინისტრაცია. მე წილად მხვდა ამ ჯგუფთან მუშაობის ბედნიერება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს და მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი მოსახლეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საარჩევნო ინფორმირების დონის ზრდას. ჯამში კი ინფორმირებული, მომზადებული ამომრჩეველი იძლევა იმის გარანტიას, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდეს არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოტივირებულია, რომ არაერთი მსგავსი პროექტი ჩატარდეს. მოხარული ვარ, რომ გურჯაანში ეს პროექტი ისევ გრძელდება და მუნიციპალიტეტიდან კიდევ უფრო მეტი მომზადებული ამომრჩეველი გვეყოლება. “

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი პეტრიაშვილი ტრენინგით კმაყოფილია და ამბობს, რომ თუ მსგავსი პროექტი მომავალშიც განხორციელდება, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

„საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ ტრენინგში პირველად მივიღე მონაწილეობა და ეს ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ოთხი დღის განმავლობაში გავიარეთ ბევრი პრაქტიკული სამუშაო, გავეცანით საინტერესო ინფორმაციას . მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი პროექტები ხშირად ჩატარდება, რომელშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.“

მარი ბაცანაძის თქმით, ამომრჩევლის გასაცნობიერებლად, მსგავსი ტრენინგები ხშირად უნდა ტარდებოდეს.

„ამ ოთხი დღის განმავლობაში ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში. ჩემთვის სიახლე იყო იმის გაგება, თუ როგორი ცვლილებების განხორციელა შეუძლია აქტიურ მოქალაქეს. “

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტს ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ ცესკოს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.


იხილეთ ამავე თემაზე:

იმიტირებული არჩევნებიდან რეალურ არჩევნებამდე - მეცენატმა ტრენინგების კურსი დაასრულა [Video]
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა [Photo-Video]
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ციკლი დაასრულა [Photo-Video]
რა საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს [Video-Photo]
კვალიფიციური კადრი - დემოკრატიული არჩევნების გარანტი [Photo-Video]
ტრენინგი, რომელიც საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად [Photo-Video]


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან
საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა
მოგვიანებით გაიხსნება.
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა მოგვიანებით გაიხსნება.
17:31 / 05.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14:02 / 05.06.2020
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი
გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს
კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს
პრობლემების განხილვას.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.
12:13 / 05.06.2020
10 მარტიდან 22 მაისამდე, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს მიერ 84
სასტუმროში დაჯავშნილი იყო 6 500-ზე მეტი ოთახი, სადაც კარანტინი
გაიარა 19 002-მა ადამიანმა. დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს
32.5 მლნ ლარს.
10 მარტიდან 22 მაისამდე, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს მიერ 84 სასტუმროში დაჯავშნილი იყო 6 500-ზე მეტი ოთახი, სადაც კარანტინი გაიარა 19 002-მა ადამიანმა. დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს.
10:57 / 05.06.2020
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით,
ამჟამად ობიექტზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ამჟამად ობიექტზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
15:35 / 04.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3476
USD
USD
1
2.9562
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.4365
RUB
RUB
100
4.2963
ამინდი
გურჯაანი 16 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 28 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 16 / 29 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.