საზოგადოება
კარგი გზამკვლევი ამომრჩევლისთვის - როგორ აფასებენ ტრენინგის მიმდინარეობას მონაწილეები [Video-Photo]
ჟურნალისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“ ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების გზით“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 60 მონაწილის გადამზადება, რომელთაც ტრენინგები უტარდებათ N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის შენობაში.

ტრენინგები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. სემინარს 3 დღის მანძილზე ატარებს კვალიფიციური ტრენერი ნინო იოსელიანი, ხოლო ერთ დღეს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის კონტრიბუციის ფარგლებში ტრენინგს უძღვება თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი.

როგორც ტრენერი ნინო იოსელიანი ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის საარჩევნო განათლებისა და კულტურის მიწოდებას. „ვფიქრობ, ის მოდულები, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს მსმენელს, ძალიან მნიშნელოვანია იმისათვის, რომ იცოდნენ როგორია საარჩევნო სისტემები და ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას. ვფიქრობ, ის საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები, რომელსაც გავდივართ, აუცილებლად ხელს შეუწყობს ჩვენს მსმენელებს იყვნენ აქტიური ამომრჩევლები. არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზე იქნებიან: დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, უბრალოდ კომისიის წევრები თუ სხვა.“

ტრენინგის მონაწილის, ახმად ბათუაშვილის განმარტებით, სემინარზე ყველა საკითხი კარგად იყო განხილული.

„მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაცია მეცენატს, ცესკოს სწავლების ცენტრს და ყველა ჩართულ მხარეს, ამ მშვენიერი სასწავლო კურსის ჩატარებისთვის. საარჩევნო კულტურის და ამღლების მიზნით, ძალიან კარგად იყო განხილული ყველა საკითხი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბრწყინვალე ტრენერებს, ნინო იოსელიანს და მაია ჩუთლაშვილს. მათ ამ რამდენიმე დღის მანძილზე დეტალურად გადმოგვცეს ყველა ის საკითხი, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. ეს ტრენინგები მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ჩართულები იყვნენ ახალგაზრდები. მათ ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და სემინარები არის ძალიან კარგი გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს და ვისურვებდი ასეთი ტრენინგების კიდევ ჩატარებას. “

ლიკა ნიკოლაშვილს არჩევნებში ჯერ არ მიუღია მონაწილეობა. როგორც მან განმარტა, ამ ტრენინგებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაიგო.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი, რადგან როგორც მომავალმა ამომრჩეველმა, ბევრი ინფორმაცია მივიღე არჩევნებთან დაკავშირებით. სასურველია კიდევ განხორციელდეს მსგავსი პროექტები, რადგან შესანიშნავი ტრენერები არიან და დაწვრილებით გვაწვდიან ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხზე, შესანიშნავად აგვიხსნეს ყველა დეტალი, რაც ამ თემასთან დაკავშირებით გვაინტერესებდა.“

არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია ანი ოსოშვილსაც, აგრეთვე ის პირველად დაესწრო ტრენინგს საარჩევნო თემატიკაზე.

-"სრულებით მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოვალეობა აკისრია ამომრჩეველს. კმაყოფილი ვარ ტრენერების, მათ დაწვრილებით გადმოგვცეს ის ყველაფერი, რაც არჩევნებს უკავშირდება. მოხარული ვიქნები, თუ გურჯაანში ასეთი ტრენინგი კიდევ ჩატარდება."-ამბობს ის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი ჯგუფის ტრენინგია დაგეგმილი. მომდევნო სესია 18-დან 21 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

იხილეთ ამავე თემაზე:

აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში - მეცენატმა პირველი ჯგუფის ტრენინგი დაასრულა [Video/Photos]
იმიტირებული არჩევნებიდან რეალურ არჩევნებამდე - მეცენატმა ტრენინგების კურსი დაასრულა [Video]
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა [Photo-Video]
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ციკლი დაასრულა [Photo-Video]
რა საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს [Video-Photo]
კვალიფიციური კადრი - დემოკრატიული არჩევნების გარანტი [Photo-Video]
ტრენინგი, რომელიც საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად [Photo-Video]

| Print |
FaceBook Twitter Google