საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს თელავში სოლიდარობა გამოუცხადეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა კახეთშიც გამოუცხადეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა კლინიკის წინ მდუმარე აქცია გამართეს.
მედიკოსები ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართავენ და მათი კოლეგის დაუყოვნებრივ გათავისუფლებას სთხოვენ.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google