საზოგადოება
სანქციები ქვეითად მოსიარულეებისთვისაც მკაცრდება
საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრება ქვეითების მიმართაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.


პროექტის თანახმად, ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებული ჯარიმა გაორმაგდება და არსებული 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება.
„აღნიშნულის ერთი წლის განმავლობაში გამეორებისათვის 20 ლარის ნაცვლად 40 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ზემოაღნიშნულ ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება - 50 ლარის ნაცვლად გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით,“- ნათქვამია კანონპროექტში.

მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეით მოსიარულეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის/შეჯახების 336 ფაქტი დაფიქსირდა. შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა - 347 ადამიანი.





| Print |
FaceBook Twitter Google