საზოგადოება
სინოპტიკოსები საქართველოში ყინვას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. ღამით მოსალოდნელია ყინვაც. უწყების ინფორმაციით, ცივი ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google